ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა 11 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 250-ზე მეტი ტანკი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 მარტამდე პერიოდს.

შტაბის ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – 11 000-ზე მეტი;
  • ტანკი – 285;
  • ჯავშანტექნიკა – 985;
  • საარტილერიო სისტემა – 109;
  • სარაკეტო სისტემა – 50;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 21;
  • თვითმფრინავები – 44;
  • ვერტმფრენი – 48;
  • საავტომობილო ტექნიკა – 447;
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2;
  • საწვავის რეზერვუარი – 60;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი  – 4.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

იტვირთბა....