ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კულება: დაგვეხმარეთ სიცოცხლის გადარჩენაში

დაგვეხმარეთ ცის დახურვასა და სიცოცხლის გადარჩენაში! შეაჩერე რუსული ტერორიზმი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება “ტვიტერში” წერს.

მისივე თქმით, პუტინი მშიშარა და ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს.

“ვინიციას, დიდ ქალაქს ფრონტის ხაზიდან მოშორებით, რვა რუსული საკრუიზო რაკეტა დაარტყეს. პუტინი მშიშარა და ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს. დაგვეხმარეთ ცის დახურვასა და სიცოცხლის გადარჩენაში! შეაჩერე რუსული ტერორიზმი”, – წერს კულება.

 

იტვირთბა....