[su_quote]ეს განსაკუთრებული გმირობაა – იბრძოლო, როცა შენი ქალაქი ოკუპირებულია, თუნდაც, დროებით. როდესაც არ გაქვს იარაღი, ამ დროს კი ტყვიებით გპასუხობენ, შენ კი არ გარბიხარ; როდესაც არ გაქვს ჯავშანი, მაგრამ ჯავშანტრანსპორტით მოგდგებიან – ზუსტად ამიტომ, ოკუპაცია დროებითია. ჩვენი ხალხი, ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ, არ ნებდებიან. არ წყვეტენ წინააღმდეგობის გაწევას. ისინი უყვირიან ოკუპანტებს – წადით სახლში. აგდებენ ჩვენი ტერიტორიებიდან, უკეტავენ მათ გზებს. უკრაინული მიწის თითოეული მეტრი, რომელსაც პროტესტის გზით და ოკუპანტის დამცირებით მოვიპოვებთ, მთელი ქვენისთვის გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს შანსია, რომ ცხოვრება გაგრძელდეს. უკრაინელებო, ყველა თქვენს ქალაქში, სადაც მტერი შემოვიდა – გადადით შეტევაზე. ქუჩებში გამოსვლაა საჭირო! საჭიროა ბრძოლა! ყოველ ჯერზე, როცა ეს შესაძლებელია. ისე, როგორც ხერსონში, როგორც ბერდდიანსკში, როგორც მელიტოპოლში, როგორც კონოტოპში. გარეთ გასვლა და ჩვენი ქალაქებიდან ამ ბოროტების გაძევებაა საჭირო, რომ არ შექმნან ახალი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები, სადაც ნორმალურად ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. იქ მხოლოდ მონობაა[/su_quote]
მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობას.