ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რეზნიკოვი: მზად ხართ, იმის იმედად იყოთ, რომ რაკეტა ატომურ სადგურს არ მოხვდება?

“ბირთვული კატასტროფის თავიდან არიდების ერთადერთი გზა, უკრაინის თაზე ცის ჩაკეტვაა”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი საერთაშორისო საზოგადოების მისამართით გაკეთებულ ფეისბუქ მიმართვაში წერს.

“დღეს, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას. პირველი – მინდა, პარტნიორებს მადლობა გადავუხადო ჩვენი მხარდაჭერისთვის. მთელს ევროპას ესმის, რომ ისინი იმიტომ უგზავნიან უკრაინას დახმარებას, რომ დღეს ასობით ათასი უკრაინელი საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი ახლობლების და ბავშვების სიცოცხლის ხაჯზეც კი, აგრესორს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრისგან აკავებს. ამა დროს, НАТО უარს ამბობს უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე. არგუმენტები მკვლელობებზე, დამიზნებით ბომბების დაშენაზე და საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, საბავშვო ბაღებზე თავდასხმების შედეგად 21 საუკუნის ერთ-ერთი ნაციის განადგურების შესახებ საკმარისი არ არის.

კარგი, მაგრამ ყველამ ვინც ახლა საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტლებას ბლოკავთ, გაიხსენეთ 1986 წლის 26 აპრილის ღამე. გაგახსენდათ? ჩერნობილში მომხდარი ავარიით გამოწვეული რადიოაქტიური ღრუბელი მაშინდელი საბჭოთა კავშირის მთელ ევროპულ ნაწილზე, ევროპის დიდ ნაწილზე, აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილზე გავრცელდა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაბომბეს, სასწაულებრივად გაგვიმართლა, რომ ერთ-ერთ ნაგებობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება მოხერხდა. ხვალ, შეიძლება ასე არ გაგვიმართლოს. თუ იქ აფეთქება მოხდება, შედეგები გამანადგურებელი იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. კითხვა ასეთია – მზად არის სამყარო ჩერნობილზე ექვსჯერ უფრო მასშტაბური კატასტროფისთვის? შეაფასეთ სიტუაცია – მზად ხართ, უბრალოდ იმედი იქონიოთ, რომ რაკეტა არ მოხვდება ატომურ სადგურს, ისეთივე “შემთხვევით”, როგორც ეს სახლებს და საბავშვო ბაღებს “არ” ხვდება?”, – მიმათა რეზნიკოვმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, დღეს, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ევროპას სრულმასშტაბიან ომამდე მიიყვანდა.

 

იტვირთბა....