ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ემინე ერდოღანმა ელენა ზელენსკაიას მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის პირველი ლედი, ემინე ერდოღანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც უკრაინის პირველ ლედის, ელენა ზელენსკაიას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ელენა და ძვირფასო უკრაინელო ხალხო, გითვლით თურქი ხალხის გულწრფელ სიყვარულს და პატივისცემას. მინდა, რომ იცოდეთ – ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინაზე თავდასხმით. ალაჰს შევთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა და არცერთი ადამიანი აღარ დაშავდეს”, – ნათქვამია აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერილ მიმართვაში, რომლის შინაარსიც, ტელეგრამზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....