უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის რვა დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმებს 28 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 64 კი დაიჭრა.
“განადგურებულია სამშობიარო სახლები, საბავშვო ბაღები და სკოლები. იმ ტერიტორიებზე, სადაც დაბომბვები ხორციელდება, ამჟამად მილიონ ნახევარი ბავშვი იმყოფება. მათ შორის არიან ობოლი და შშმ ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ დახმარებას,“- ნათქვამია ბავშვთა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის, დარია გერასიმჩუკის განცხადებაში.