ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი რუს ხალხს: რადიაციამ არ იცის, სად გადის თქვენი ქვეყნის საზღვრები

“უთხარით თქვენს მთავრობას, რომ გსურთ იცხოვროთ რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოსახლეობას ოკუპანტების მიერ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომვის შემდეგ.

“ჩვენ გადავიტანეთ ღამე, რომელსაც შეეძლო, ურკაინის და ევროპის ისტორიის შეჩერება. რუსმა მეომრებმა ქვეყნის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში. რუსმა ტანკისტებმა, სადგურს პირდაპირი დამიზნებით ესროლეს. მინდა, მივმართო რუსს ხალხს – საერთოდ, როგორ შეიძლება ეს? ჩვენ ხომ 1986 წელს ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტრობის შედეგებთან გასამკლავებლად. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი, მსხვერპლი, უნდა გახსოვდეთ, როგორი ნათება იყო განადგურებული ელექტროსადგურის თავზე. უნდა გახსოვდეთ პრიპიატიდან ევაკუაცია და 30-კილომეტრიანი ზონები. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? თუ ეს ყველაფერი გახსოვთ, მაშინ არ შეიძლება ჩუმად ყოფნა. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს მთავრობას, უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და ხმამაღლა თქვათ, რომ სიცოცხლე გინდათ, რომ გინდათ ისეთ მიწაზე ცხოვრება, სადაც არ იქნება რადიოაქტიური დაბინძურება. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთი. რადიაციამ არ იცის, სად გადის თქვენი ქვეყნის საზღვრები”, – ნათქვამია ზელენსკის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დღეს, გამთენიისას დაბომბეს. შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ნაგებობას. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მეხანძრეებს ადგილზე არ უშვებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მათ იქ შეაღწიეს და ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

 

 

 

იტვირთბა....