უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუბლი გაუფასურებას განაგრძობს. დღეს, რუსულმა რუბლმა ანტირეკორდი დაამყარა და დოლართან მიმართებაში 10 პუნქტით გაუფასურდა – ბანკთაშორის ვაჭრობაში 1 დოლარის ღირებულებამ 116 რუბლი შეადგინა.
ამერიკულმა სააგენტომ Fitch Ratings Inc. რუსეთის რეიტინგი В-დან ВВВ ჯგუფში გადაიყვანა, რაც “დეფოლტის (ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა) რეალურ რისკს” ნიშნავს.
რუბლის გაუფასურებას გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. მისი განცხადებით, “ასეთი ტემპებით, რუბლი მალე ჩვეულებრივი ქაღალდი გახდება”.
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს, 1 დოლარის ღირებულებამ 90 რუბლი შეადგენდა, რაც იმ დროისთვის, რეკორდულად დაბალი ნიშნული იყო.
რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო საქნციებს უწესებენ დასავლური ქვეყნები, გავლენიანი ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, Apple.