ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

არესტოვიჩი: ამ იდიოტებმა ყველა შესაძლო შეცდომა დაუშვეს და რამდენიმე ახალიც მოიგონეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს შეცდომების ფონზე ახორციელებენ და ინიციატივას კარგავენ.

“ამ იტიოტებმა უკვე დაუშვეს ყველა შესაძლო შეცდომა და რამდენიმე ახალიც გამოიგონეს. ისინი კარგავენ ინიციატივას და ჩვენ უნდა დავეხმაროთ”, – მიმართავს არესტოვიჩი უკრაინის მოსახლეობას.

უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 9000 რუსი სამხედრო დაიღუპა და  განადგურდა ათეულობით სამხედრო ტექნიკა.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.

იტვირთბა....