ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ბაიდენი: პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პასუხს გასცემდა მას დასავლეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

რუსეთის ქმედებებზე მომავალში დაგეგმილ ეკონომიკურ პასუხებზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინს “წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება”.

“ექვსი დღის წინ, პუტინი თავისუფალი სამყაროს საძირკველის შერყევას შეეცადა იმ იმედით, რომ საკუთარი მუქარებით მის დამორჩილებას შეძლებდა, მაგრამ მან ძალიან არასწორი გათლა გააკეთა. პუტინის ომი წინასწარ დაგეგმილი და სრულიად არაპროვოცირებული იყო. მან არაერთხელ უარყო დიპლომატიური ძალისხმევა, ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო მას არ უპასუხებდნენ და ფიქრობდა, რომ ჩვენს დანაწევრებას შეძლებდა. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით”, – განაცხადა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში არ ჩაებმებიან, მაგრამ “ისინი დაიცავენ НАТО-ელ მოკავშირეებს”,

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, არ წყდება მისთვის დაწესებული სანქციების სერია.

იტვირთბა....