ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა რუს ოკუპანტებს ზოგიერთ რეგიონში უკან დახევა აიძულეს

უკრაინელებმა რუს ოკუპანტებს ზოგიერთ რეგიონში უკან დახევა აიძულეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების  93-ე ბრიგადა Facebook გვერდზე ავრცელებს.

93-ე ბრიგადის განცხადებით, მათ რუსი ჯარისკაცების კოლონების გარღვევა და მათი სამხედრო ტექნიკის განადგურება მოახერხეს.

„დავიწყოთ დილა კარგი ამბებით. 93-ე ბრიგადის ქვედანაყოფმა ცალკეულ უბნებზე მტერს უკან დახევა აიძულა. ასევე გაარღვია მტრის კოლონები და რუსებს უამრავი ტექნიკა წაართვა. დეტალება და ფოტოებს თვალყური ადევნეთ“, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხარკოვში რუსი ოკუპანტების დესანტი შევიდა და ამ დროისთვის ადგილზე ბრძოლა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....