[su_quote]ჩვენთვის ტრაგიკული დღე იყო. ხარკოვს ორი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. ეს ქალაქი რუსეთის საზღვართანაა. ეს არის ქალაქი, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი უნივერსიტეტია თავმოყრილი. ჭკვიანი, ნათელი ახალგზარდობა ყოველთვის იკრიბებოდა თავისუფლების მოედანზე. ეს ევროპაში ყველაზე დიდი მოედანია. წარმოიდგინეთ, დილით, ორი დიდი რაკეტა დაეცა ამ მოედანს. ათობით მსხვერპლი – აი ასეთია თავისუფლების ფასი. ჩვენი ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად, დღეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლებს ვკარგავთ. 16 ბავშვია დაღუპული. პუტინი ისევ იტყვის, რომ ეს რაღაც ოპერაციაა, რომ საომარ ინსფრასტრუქტურაზე ახორციელებნ შეტევებს. შენ 16 ბავშვი მოკალი![/su_quote]
ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.