ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

საქართველოში H1N1 ვირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა საქართველოში. ზუგდიდში საავადმყოფოში 68 წლის პაციენტი გარდაიცვალა ამ ვირუსით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ინფორმაციას ადასტურებს.

ეპიდემია ქვეყანაში  ცხადდება მაშინ, როცა დაავადებულთა რიცხვი 100 ათას მოსახლეზე 500-ს სცილდება. ამჟამად ყოველ 100 ათას მოსახლეზე H1N1 ვირუსით 250-მდე ადამიანია დაავადებული.

ეპიდემიის მაჩვენებელი, ანუ 500 დაავადებული 100 ათას მოსახლეზე იყო საქართველოში 2009 წელს, როდესაც ე.წ. ღორის გრიპის შტამი პირველად გამოჩნდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამჯერად გავრცელების მასშტაბები ნაკლები იქნება, თუმცა უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკებში ვირუსის სიმპტომებით მიმართვები გაორმაგდა.

იტვირთბა....