სოციოლოგიური ჯგუფის, “რეიტინგის” მიერ უკრაინის მოსახლეობაში 2022 წლის 26-27 თებერვალს ჩატარებული გამოკიდთვის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლიდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი უჭეს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.
გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 91% მხარს უჭერს ზელენსკის ქმედებებს. მათგან 59 პროცენტი სრულად ეთანხმება მის გადაწყვეტილებებს, 32% კი უფრო ემხრობა მის მოქმედებებს, ვიდრე არა. ზელენსკის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 6 პროცენტი, ხოლო პასუხის გაცემა გაუჭირდა 3 პროცენტს.
კომპიუტერის გამოყენებით ჩაწერილ სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა მთელი უკრაინის მასშტაბით, 18 წელს ზემოთ 2000-მა მოქალაქემ მიიღო გარდა ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისა. როგორც Рейтинг აღნიშნავს, ცდომილება 0,95-დან არაუმეტეს 2,2 პროცენტამდეა.
“რეიტინგი” დასძენს, რომ 2021 წლის დეკემბერიდან, უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების მიმართ ნდობა ქვეყანაში სამჯერ არის გაზრდილი.