უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევისკენ მტრის ჯავშანტექნიკის დიდი შემადგენლობა დაიძრა.
“ამ მომენტისთვის, ქალაქ კიევთან დაკავშირებული მთავარი პრობლება, ეს ნიშნით V მომავალი საკმაოდ დიდი კოლონაა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ვიცით, ზუსტად სად მიდიან და მათ დასახვედრად მზად ვართ”, – განაცხადა დენისენკომ ტელეკომპანია Рада-ს ეთერში.
არსებული ინფორმაციით, კოლონის შემადგენლობაში 15 ტანკი, 25 ჯავშანტრანსპორტიორი და ურალის ტიპის 15 ავტომანქანა შედის მასში მსხდომი ადამიანებით.