რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს უბრძანა რუსეთის “შემკავებელი” (ბირთვული) ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსულმა მხარემ უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მინსკში მოლაპარაკება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ბოლო ცნობებით, ხარკოვს და კიევს უკრაინული ძალები აკონტროლებენ.