ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

გამარჯვება ახლოვდება – უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური

გამარჯვება ახლოვდება!, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა დაწერა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინულმა არმიამ ხარკოვზე სრული კონტროლი აღდგინა და რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდა.

ამასთან მედიაში ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც ჩანს როგორ გაანადგურეს უკრაინელებმა რუსების სამხედრო კოლონა.

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილის ცნობით, უკრაინელებმა კადიროველების დაჯგუფებები დაამარცხეს.

გუშინდელი ცნობით, გარდაიცვალა რამზან კადიროვის ერთ-ერთი მთავარი მეთაური მაგომედ თუშაევი.

იტვირთბა....