“უკრაინაში დაწყებული კონფლიქტი – ყვავილებია. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ასე გაგრძელდება, კენკრა წამოიზრდება. ამიტომ, დღეს აუცილებელია ომის შეჩერება”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ამას “ომსაც ვერ დაარქმევს” და უარესი წინაა.
“ახლა ამას ომსაც ვერ დავარქმევ, ეს კონფლიქტია. ორი დღის შემდეგ, ეს ომი იქნება, სამ დღეში, უკვე ხორცის საკეპი”, – ამბობს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რუსეთის მხარის მტკიცებით, მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მათ ამისთვის უკრაინას ბელარუსში ჩასვლა შესთავაზეს, რაზეც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მიუგო, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დასთანხმდებოდა.
“ნებისმიერი ადგილი შესაფერისია, საიდანაც რაკეტებს არ გვიშენენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკვე მეოთხე დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწაროებს.