ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთს მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოველაპარაკებით

[su_quote]იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. ჩვენ ნებისმიერ ნეიტრალურ ადგილას ჩავალთ სასაუბროდ, ოღონდ არა მინსკში. რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობა გვსურს, გვინდა მოსალაპარაკებლად შეხვედრა და ომის დასრულება.  ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ყველა ეს ქალაქი შევთავაზეთ რუსულ მხარეს. ნებისმიერი ისეთი ქალაქი შესაფერისია ამისთვის, საიდანაც რაკეტებს არ გვიშენენ[/su_quote]

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ბელარუსში ჩავიდა უკრაინასთან მოსალაპარაკებლად.                                        ამასთან, რუსულმა მხარემ უკრაინას ერთი საათი მისცა დრო, რომ გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა მათ მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე მოლაპარაკებებს.

იტვირთბა....