ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ორგანიზაციის ელჩიც აღარ იქნება.
“უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გაგრძელების ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედედაცია ბატონ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეიჩერა”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინმა ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის წოდება 2008 წელს მიიღო.