ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვენერობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ
მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....