ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ტუსკი: ამ აგრესიაზე ლუკაშენკოს ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პუტინს

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ დაწესებულ სანქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ტუსკი მიიჩნევს რომ სანქციები ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსაც უნდა დაუწესდეს.

“როცა მზად იქნებით გადაწყვეტილების მისაღებად, ბელარუსიც არ დაგავიწყდეთ. ლუკაშენკოსა და მისი ბანდიტების წინააღმდეგ ასეთივე მკაცრი სანქციებია საჭირო. მას ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ აგრესიაზე, როგორც პუტინს“, – წერს ტუსკი Facebook-ზე.

იტვირთბა....