რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის CSKA და რუსეთი დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
“ჩვენი ინფორმაციით, კალათბურთელი ამ წუთებში ესპანეთში მიემგზავრება, სადაც 2008-2010 და 2014-2020 წლებში თამაშობდა. რუსული არმიის გუნდის ქართველმა კალათბურთელმა გუშინ ოფიციალურ FB გვერდზე უკრაინის დროშის ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა:”ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდი!”.