ახალი ამბები მსოფლიო

ზელენსკიმ და პუტინმა შესაძლოა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დიალოგის დროს შესაძლოა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილონ.

ამის შესახებ UNIAN-ისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

“ეს იქნება, უპირველეს ყოვლისა, დეტალური საუბარი მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ნეიტრალური სტატუსი უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო პაკეტით არის ვარიანტი, რომელიც ასევე შეიძლება განხილული იქნეს”, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა UNIAN-თან კომენტარში.

მანამდე პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ჯარებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა. დამპყრობელი ამ დრომდე ცდილობს დედაქალაქისა და სტრატეგიული ობიექტების გარღვევას. ამის შემდეგ პუტინმა კიევს შესთავაზა მოლაპარაკება არაერთგზის უკრაინის გარანტიებზე (მისი „ნეიტრალიტეტი“).

თავად ზელენსკიმ მოსკოვის წინადადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რომელიც სახელმწიფოს მის უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

იტვირთბა....