ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“რიგდება იარაღი – ქალებს, მამაკაცებს, ვისაც იარაღის ხელში აღება შეუძლია, ყველა რიგში დგას” – კიევში მცხოვრები ქართველი

[su_quote]კიევში ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩემ სახლთან ძალიან ახლოს აფეთქდა კორპუსი.

კიევს უტევენ თითქმის ყველა ოლქიდან. შემართებით იბრძვიან მეომრები. თვითონ ხალხშიც არის საბრძოლო განწყობა და ამბობენ, რომ ისინი თავის მიწას არ დაუთმობენ ოკუპანტს.
მოგვიწოდებენ რომ ვიჯდეთ სახლში, განგაშის ზარი როცა ჩაირთვება ჩავდივართ სარდაფებში.
რიგები დგას რომ იარაღი აიღოს მოსახლეობამ. რიგდება იარაღი, ქალებს, მამაკაცებს ვისაც შეუძლიათ, რომ იარაღი ხელში აიღონ და სროლა იციან, ყველა მიდის და დგას რიგში იარაღის ასაღებად[/su_quote]
ამბობს უკრაინის დედაქალაქში მცხოვრები ქართველი მანანა სულაძე “პალიტრანიუსის” ეთერში.
იტვირთბა....