ახალი ამბები მსოფლიო

რეზნიკოვი რუსი ჯარისკაცების დედებს: გამოდით, მოითხოვეთ ომის შეჩერება…არ გაწიროთ თქვენი შვილები სიკვდილისთვის

[su_quote]მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლებს. განსაკუთრებით რუსი ჯარისკაცების ცოლებს, დედებს, შეყვარებულებს. უკრაინაში ინტერვენციის რამდენიმე დღეში, იმდენი რუსი სამხედრო განადგურდება, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში. ათასობით ათასობით. რუსეთის მმართველი გახდა მკვლელი, მკვლელი არამარტო უკრაინელები, არამედ რუსებიც. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ძალიან ახალგაზრდა ბიჭები სასწრაფოდ მიჰყავთ ჯარში მთელ რუსეთში, რომ ისინი ემზადებიან წვევამდელების გაყვანას მინიმალური საბრძოლო უნარებითაც…რომ კონტრაქტის ჯარისკაცებს არ ეუბნებიან სად მიდიან სინამდვილეში და რა ელის მათ. დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასები არიან თქვენთვის. მან მოუწოდა, რომ არ გაგზავნონ ისინი სიკვდილთან შესახვედრად.

“მათ მოკლავენ ყოველი ფანჯრიდან უკრაინის ყველა ქალაქში. გამოდით ქუჩებში. მოითხოვეთ ომის შეჩერება. მოითხოვეთ რუსული ჯარის გაყვანა უკრაინიდან. ნუ გეშინიათ! სიმართლე თქვენს მხარეზეა. ახლა მაინც შეგიძლიათ. შეცვალეთ ყველაფერი ისე, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. როდესაც კრემლის ომის დანაშაულების შესახებ ყველა ინფორმაცია გაირკვევა, თქვენი ახლობლები ძალიან მადლობელი იქნებიან თქვენი.[/su_quote]

 

ასე მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა რუსი სამხედროების ოჯახის წევრებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად ათასობით რუსი სამხედრო გარდაიცვალა.

იევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქზე ინტენსიური შეტევა დაიწყო.

“5 აფეთქება მოხდა 3-5 წუთის ინტერვალით. სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე მიდიან”, – წერს კლიჩკო.

როგორც ცნობილია, უკრაინაში პოლონეთიდან საბრძოლო მასალით დატვირთული კოლონები ჩავიდა.

ბოლო ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

იტვირთბა....