ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსული თოქ-შოუს წამყვანი ღარიბაშვილზე: ნახეთ, როგორ აჭკვიანებს სამხედრო ოპერაციები

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწებლის პროგრამის “ვრემია პაკაჟეტ” ერთ-ერთი წამყვანი, არტიომ შეინინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არ აპირებს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. როგორც შეინინმა გადაცემაში აღნიშნა, “მშვიდობის იძულებისკენ” მიმართული სამხედრო ოპერაციები ხელისუფლების წარმომადგენლებს აჭკვიანებს.

“მაინც რა კარგად მუშაობს “მშვიდობის იძულებისკენ” მიმართული წერტილოვანი სამხედრო ოპერაციები, როგორ უსუფთავებს ადამიანებს ტვინს, ისტორიულად. აი, ნახეთ – საქართველოში ჩატარდა “მშვიდობის იძულებისკენ” მიმართული ოპერაცია, იმ ქვეყანაში, რომელიც მანამდე გაიძახოდა ნატო-შმატოო. იცით, ახლა, ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა იმის შესახებ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ-ეკონომიკურ სანქციებს. როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნის პრემიერზე მაქვს საუბარი? – ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრია, ღარიბაშვილი. ანუ, სპეციალური, წერტილოვანი საომარი ოპერაციები 14 წლის შემდეგაც მუშაობს ადამიანებზე, რომლებსაც საბოლოოდ, პასუხისმგებლობის განცდა უჩნდებათ საკუთარი ხალხის და ეკონომიკის წინაშე. ასე რომ, საომარი ოპერაციები ადამიანებს აჭკვიანებს”, – განაცხადა მან გადაცემის ეთერში.

 

 

 

იტვირთბა....