2022 წლის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი პარიზში გაიმართება. უეფა-ს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. უეფა-მ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრის ფინალი სანკტ-პეტერბურგში 28 მაისს უნდა გამართულიყო.
პარასკევს შეხვედრის შემდეგ უეფამ დაადასტურა, რომ მატჩი გაზპრომ არენაზე არ გაიმართება.
სანაცვლოდ, ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ ის პარიზში, სტად დე ფრანსზე გაიმართება.