უკრაინელმა მეზღვაურმა კიევის გადასარჩენად ხიდთან ერთად თავი აიფეთქა, ვერ მოასწრო ხიდის დატოვება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის ფედერაცია უკვე მეორე დღეა უკრაინას მრავალი მიმართულებით უტევს. სამხედროები ღირსეულად იცავენ სამშობლოს და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აყენებენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ყირიმში, სადაც ერთ-ერთ პირველი მტერს საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბატალიონი დახვდა. სატანკო სვეტის წინსვლის შესაჩერებლად, გადაწყდა გენიჩესკის საავტომობილო ხიდის აფეთქება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.
“ბატალიონის ინჟინერი, მეზღვაური ვიტალი ვლადიმიროვიჩი, მოხალისედ გამოცხადდა ამ დავალების შესასრულებლად. ხიდი დანაღმული იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა დრო, რომ იქიდან გასულიყო. მისი ძმების თქმით, ვიტალი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ამას გააკეთებდა. ხიდზე მაშინვე გაისმა აფეთქება. ჩვენი კოლეგა დაიღუპა. მისმა გმირულმა საქციელმა მნიშვნელოვნად შეანელა მტრის წინსვლა, რამაც დანაყოფს საშუალება მისცა ხელახლა განლაგებულიყო და მოეწყო თავდაცვა. საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობა მიმართავს უმაღლეს სარდლობას მეზღვაურ ვიტალისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისთვის.
“რუსო ოკუპანტებო, იცოდეთ, რომ მიწა თქვენს ფეხქვეშ დაიწვება! ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ცოცხალი ვართ! და ვიბრძოლებთ სანამ არ დაგამარცხებთ”, – აღნიშნეს გენერალურ შტაბში.