ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

კანადის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით,  სანქციები რუსული ელიტის წევრებსა და რუსულ ბანკებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია “ვაგნერს” შეეხება.

ტრუდოს თქმით, სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის შეფერხებას.

კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

იტვირთბა....