საზოგადოება

3 აუცილებელი და გასათვალისწინებელი ფაქტორი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში

 ამ სასიყვარულო მითებს ხშირად შეხვდებით ცხოვრებაში, უფროსი თაობისგან თუ გარშემომყოფებისგან. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ რეალობასთან:

1, ნამდვილი ურთიერთობა მშვიდია – ფიქრობთ რომ თუ ერთმანეთი ნამდვილად გიყვართ, არ უნდა კამათობდებთ? ცდებით. ფსიქოლოგების ხედვით, წყვილი არგუმენტირებულ კამათს არ უნდა მოერიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ ურთიერთობა არ გააფუჭონ. პირიქით, კამათი და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ურთიერთობას ახალისებს და მეტ სანდოობას ანიჭებს. უბრალოდ გახსოვდეთ, ნუ შეეხებით ერთმანეთის თავმოყვარეობას. არგუმენტირებული კამათი პირად შეურაცხყოფას არ გულისხმობს.

2, თუ ნამდვილი სიყვარულია, სექსი მნიშვნელოვანი აღარ არის – ეს ყველაზე დამანგრეველი და აბსურდული მითია, რაც შეიძლება გავრცელებულიყო. შესაძლოა სექსი ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად არ მივიჩნიოთ, მაგრამ როგორც კვლევები ადასტურებს,  მას არც მეტი არც ნაკლები, ქალისა და  მამაკაცის ურთიერთობის 90 პროცენტი უჭირავს.

3, ნამდვილ  ურთიერთობაში საერთო ინტერესები უნდა არსებობდეს – ფსიქოლოგების აზრით სრულიად არაარგუმენტირებულია ეს ხედვა. ბევრი წყვილი ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს ურთიერთობას მაშინ, როდესაც მათ თითქმის არანაირი საერთო ინტერესი არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, თუ  წყვილის ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს შეიძლება კარგიც კი იყოს ურთიერთობისთვის.

წყარო: drphil.com

იტვირთბა....