ახალი ამბები მსოფლიო

რუსული ჯარი დანაკარგს განიცდის – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინელები ღირსეულად იბრძვიან და რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის.

„ეროვნული თავდაცვის ძალები, რომლებიც იყენებენ თავდაცვის უფლებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ღირსეულად ეწინააღმდეგებიან მტრის მცდელობებს, გაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გავრცელდა Whatsapp-ზე.

რეზნიკოვის თქმით, სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ “უკრაინელ სამხედროებს შორის დანაკარგი არ ყოფილა”.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.

იტვირთბა....