ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთის ჯარებმა ოკუპირებულ ყირიმთან ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს

რუსმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს.

შესაბამისი ვიდეო უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა.

„ახლა სამხედრო ტექნიკის მოძრაობა ფიქსირდება ადმინისტრაციული საზღვრის გავლით ნახევარკუნძულიდან. შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რეგიონების საზღვრებში სასაზღვრო ნაწილებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის გამოყენებით, მძიმე ტექნიკით და მცირე იარაღით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.

 

იტვირთბა....