ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სიახლე: სააკაშვილმა უკრაინის მთავრობის გადადგომა მოითხოვა (ვიდეო)

ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხარკოვში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება გააკრიტიკა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მაიდნის მოვლენებიდან ორი წლის წლის შემდეგ უკრაინის მთავრობა შესაცვლელია.

„ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს და ვისით უნდა ჩანაცვლდნენ ისინი? ჩვენით. სასწრაფო  მოქმედებაა საჭირო. მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინას მეორე მაიდანი სჭირდება, პირიქით, ვფიქრობ მაიდანმა ყველაზე დიდი საქმე გააკეთა, ყველას დაანახა უკრაინელი ხალხის სიძლიერე.“ – განაცხადა სააკაშვილი.

სააკაშვილის გამოსვლას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

 

იტვირთბა....