ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ შესაძლოა, თურქეთს რუსული გემებისთვის ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ჩაუკეტვის თხოვნით მიმართოს

უკრაინა, მის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, თურქეთს შავი ზღვის ფლოტისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ “როიტერს” თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ბოდნარმა განუცხადა.

“უკრაინა ანკარას სთხოვს, რუსეთის გემებისთვის თავისი სრუტეების ჩაკეტვის შესაძლებლობა განიხილოს მოსკოვის შემოჭრის შემთხვევაში”, – ამბობს დიპლომატი.

როგორც გამოცემა Европейская правда იტყობინება, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა არ აღიარებს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკის და დონეცხის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

 

იტვირთბა....