ახალი ამბები პოლიტიკა

დღის წესრიგშია ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა – გიული ალასანია პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო.

როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, პოლიტსაბჭოზე ერთსულოვნება დაინახა და მთავარი მიზანი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

“ჩემი შვილის საკითხი არის ახლა დღის წესრიგში და მე დავინახე ისეთი ერთსულოვნება, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდეც. აბსოლუტურად მოვიწონე ის, რაც მოვისმინე, იმიტომ რომ ნამდვილად სწორია.

თვითონ მელია, ემოციური, ნამდვილი ლიდერის თვისებებით, ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ყველა შეჯერდა და შეჯერდნენ იმაზე, რომ ახლა ეს უნდა იყოს დღის წესრიგში, რაც შეიძლება სწრაფად და სხვადასხვა გზით”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 5 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

 

 

 

იტვირთბა....