[su_quote]თეა წულუკიანი არის კლასიკური, “ქართული ოცნების“ ფანატიკური წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს ლოიალური ხალხის დამორჩილებას, მათ შეკავშირებას საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების პირობებში. ამიტომაც, მისი თავდასხმები მუზეუმებზე, მისი თავდასხმები მწერალთა კონკურსზე [„ლიტერა“] იმის მცდელობებია, რომ რაც შეიძლება ბევრი მონა იყოს მის გარშემო; ადამიანებმა ხმა ვერ ამოიღონ. თუ მას არ დაემორჩილები და არ ემლიქვნელები, ისინი თავისუფლდებიან სამსახურებიდან. ანუ, ის პროფესიონალებს სწირავს საღატაკისათვის და მათ ფინანსურ მარგინალიზაციას ეწევა. ეს საბჭოთა პერიოდის კლასიკური გადმონაშთია[/su_quote]
ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ მეტრონომთან ინტერვიუში განაცხადა.