ახალი ამბები კორონავირუსი

კორონავირუსის ყველაზე მძიმე ტალღა შემცირებისკენ მიდის – ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი , ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ყველაზე მძიმე ტალღა შემცირებისკენ მიდის.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს.

“კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში 2 – პიკიანი ტალღა გვქონდეს, ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს.

როდესაც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება, შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა დასაშვებია, მაგრამ რაღაც გარკვეული ბარიერი ქვეყანაში უნდა იყოს. ეს ბარიერი შეიძლება იყოს ნიღბის ტარების ვალდებულება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 230 შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე ღამეში ვირუსს 48 ადამიანი შეეწირა; გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი.

იტვირთბა....