ახალი ამბები კორონავირუსი

კოვიდინფიცირებული ადამიანების 86% ვირუსის პირდაპირი შედეგით გარდაიცვალა – წერეთელი გერმანულ კვლევაზე

გერმანიაში ჩატარებული აუტოფსიების ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანების 86% ვირუსის პირდაპირი შედეგით გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ავრცელებს.

მისივე თქმით, გერმანიის კოვიდის რეესტრის 1129 გაკვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც დაიწყო 2020 წლის აპრილში, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანების უმეტესობა, ვისი გარდაცვალებაც მიეწერებოდა კოვიდ-ს ( მათ შორის უფრო მაღალი ასაკის ადამიანებიც კი, რომელთაც შეიძლება უფრო მეტი ალბათობით ჰქონოდათ სხვა თანმხლები დაავადებებიც) – გარდაიცვალა კოვიდ-ით და არა კოვიდ-თან ერთად.

“საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ანტიკოვიდისტური/ანტივაქსერული მოძრაობის პოპულარული არგუმენტია ხოლმე რომ გარდაცვალების უმეტესობა კოვიდის გამო კი არა , არამედ სხვა მიზეზებით იყო.

ჰოდა…გერმანიაში ჩატარებული აუტოფსიების/გაკვეთის ანალიზმა აჩვენა რომ კოვიდ-19 პაციენტებიდან ადამიანების 86% გარდაიცვალა ვირუსის პირდაპირი შედეგით, ვიდრე სხვა მიზეზების გამო.

დღეს ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგები. გერმანიის კოვიდის რეესტრის 1129 გაკვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც დაიწყო 2020 წლის აპრილში, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანების უმეტესობა, ვისი გარდაცვალებაც მიეწერებოდა კოვიდ-ს ( მათ შორის უფრო მაღალი ასაკის ადამიანებიც კი, რომელთაც შეიძლება უფრო მეტი ალბათობით ჰქონოდათ სხვა თანმხლები დაავადებებიც) – გარდაიცვალა კოვიდ-ით და არა კოვიდ-თან ერთად.

მონაცემები შეგროვდა 29 სხვადასხვა ადგილიდან, უმეტესობა საუნივერსიტეტო კლინიკებიდან ან საავადმყოფოებიდან, გერმანიის მასშტაბით, 2021 წლის ოქტომბრამდე დაღუპულთა გაკვეთის შედეგების საფუძველზე.

გარდაცვლილ მამაკაცთა რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ქალებს 1.8-დან 1-მდე. მამაკაცებს შორის უმრავლესობა იყო 65-დან 69 წლამდე და 80-დან 84 წლამდე, ხოლო გარდაცვლილ ქალთა უმრავლესობა 85 წელზე მეტი იყო.

პათოლოგებმა თქვეს, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ ანალიზი დაეხმარება მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია დაავადების განვითარების შესახებ.

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ვირუსის პირველი ორი ტალღის დროს, იმ პაციენტების ნახევარი გარდაიცვალა – (რომელთა გაკვეთაც მოხდა გარდაცვალების შემდეგ) პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ორი კვირის განმავლობაში. მესამე ტალღის დროს ეს მაჩვენებელი 41%-მდე შემცირდა.
სიკვდილის მთავარი მიზეზი იყო ფილტვების შეუქცევადი დაზიანება მოზრდილთა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამო, რასაც მოჰყვა მრავალი ორგანოს უკმარისობა. DAD/AღDშ ხშირად იყო პასუხისმგებელი იმ სიკვდილზე, რომელიც მოხდა პირველ ორ კვირაში, მაშინ როცა მრავლობითი ორგანოს უკმარისობა უფრო მეტად აღენიშნებოდა იმ პაციენტებს, რომლებიც დაიღუპნენ პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ორიდან ხუთ კვირამდე.

სიკვდილის მესამე ყველაზე სავარაუდო მიზეზი აღმოჩნდა ფილტვებში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები. პაციენტთა დარჩენილ 14%-ში კოვიდ19-ს თან ახლდა სხვა დაავადებები.
თუმცა მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი შედეგები კონსერვატიული შეფასების შედეგი იყო. ფატალური გულის შეტევა და გულის უკმარისობა, რომლებიც ასევე იყო კორონავირუსით დაღუპვის მიზეზი, შესაძლოა ინფექციის პირდაპირი შედეგი იყოს, განაცხადეს მათ.

ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს შეფასებებს გარდაცვალების მოწმობებზე, რომლითაც კოვიდ 19 პაციენტთა უმრავლესობა გარდაიცვალა კოვიდ 19-ის გამო და არა კოვიდ 19-თან ერთად”, – ნათქვამია კვლევაში.

იტვირთბა....