ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – პარტიის ინფორმაციით, კობახიძე თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებზე დაწესებულ სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება.
ამასთან, სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება.
შეგიძლიათ ასევე ნახოთ სრული ჩამონათვალი – რა შეზღუდვები უქმდება 1-ელი მარტიდან