პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები – ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.
ცნობისთვის, კვების ობიექტებზე დაწესებულ სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება.
ამასთან, სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება.