საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 101 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 45 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 14 764 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კვლევა ტესტით პირს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 25,48 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 358 პაციენტია, კლინიკურ სასტუმროში 860, ხოლო კარანტინის რეჟიმში შვიდი ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 800 752 პირი, ბოლო 24 საათში აცრილთა რაოდენობა 3 006-ია.