ახალი ამბები კორონავირუსი

ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს – ცერცვაძე

ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, – აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიების და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება.

“BA.2, ანუ ყველაზე ბოლო ვარიანტი ომიკრონის, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას.

ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი”, – აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი

 

 

იტვირთბა....