ახალი ამბები კორონავირუსი

აუცრელ ადამიანებში ომიკრონის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არ მუშაობს – წერეთელი

[su_quote]იმის გამო, რომ საქართველოში დაბალი ვაქცინაცია იყო, ჩვენ ფართო ასპარეზი მივეცით არა მარტო „ომიკრონს“, არამედ ყველა სხვა შტამს, რომ გავრცელებულიყო და ადამიანები დაინფიცირებულიყვნენ. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს და იძახის, რომ დაინფიცირებით შეიძენს იმუნიტეტს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ აცრილი არ ხართ, „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და საერთოდ არც მუშაობს.

მეორე, შეიძლება, ის გაგირთულდეს და ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს. ამიტომ, გარისკვა, რომ არ ავიცრები და იმუნიტეტს დაავადების გადატანით ჩამოვიყალიბებ, არ შეიძლება. თუ თქვენ აცრილი არ ხართ და გადაიტანეთ „ომიკრონი“, არც ერთი სხვა შტამის მიმართ იმუნიტეტი არ ვრცელდება და მეორე ქვეტიპის მიმართაც კი არ აქვს იმუნიტეტი. ის ვინც აცრილია და გადაიტანა „ომიკრონი“, მათი იმუნიტეტი ძლიერია და რეინფიცირების შანსი, რომ ის ქვეტიპით დაინფიცირდეს, არის ძალიან დაბალი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ არიან აცრილნი.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....