ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერმა პრემიერისგან შენიშვნა მიიღო

 

პროექტების სწრაფად განხორციელებასთან დაკავშირებით პრემიერისა და ჩემი პოზიციები არის აბსოლუტურად იდენტური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

”პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ და მეორე მხრივ, ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა. რამდენიმე პროექტი იქნება მნიშვნელოვანი, რომელთა განხორციელების წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ეს იქნება აღმაშენებლის გამზირის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ასევე გუდიაშვილის მოედნის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება, ისევე როგორც რამდენიმე ხიდის აღდგენის პროექტი ხორციელდება. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენის პროექტებს დავიწყებთ. ასე რომ, წელი დატვირთული იქნება პროექტებით, არ მოვასვენებთ არც ერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერს თხოვნით მიმართა, რომ პროექტების განხორციელების ტემპი დააჩქაროს.

იტვირთბა....