ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება, – აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ახლა სჭარბობს „სტელს-ომიკრონი“ და არა „ომიკრონი“, ეს ყველამ იცოდეს.
“სტელს-ომიკრონი“ იმდენად განსხვავდება „ომიკრონისგან, რომ ფაქტობრივად, სხვა შტამია. ქვეშტამია, მაგრამ მაინც სხვა შტამია. ვისაც „ომიკრონი“ დაემართა, ის შეიძლება, „სტელს-ომიკრონი“ დაინფიცირდეს, მაგრამ ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება, ან ძალიან იშვიათად დაინფიცირდება. საქართველოში ახლა სჭარბობს „სტელს-ომიკრონი“ და არა „ომიკრონი“, ეს ყველამ იცოდეს. „სტელს-ომიკრონი“ არის ერთ-ნახევარჯერ უფრო გადამდები, ვიდრე „ომიკრონი“. ფაქტობრივად, „სტელს-ომიკრონი“ ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე არსებული ყველაზე გადამდები შტამი. რაც შეეხება სიმძიმეს, ის ისეთივე სიმძიმის დაავადებას იწვევს, როგორსაც „ომიკრონი”, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.