ახალი ამბები ბიზნესი საზოგადოება

4 მიზეზი, რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი საფასური დენზე – თელმიკოს განცხადება

კომპანია “თელმიკო” აცხადებს, რომ 2022 წლის იანვარში მართლაც დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასური ზედმეტობით დაერიცხათ და ამის მიზეზებს განმარტავს.

“იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის:

▪️ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე

▪️ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;

▪️საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;

▪️იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც.
გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....