ახალი ამბები კორონავირუსი

მედიკოსები ეპიდვითარების მკვეთრად გაუმჯობესების თარიღს ასახელებენ

საქართველო კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლებს ებრძვის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, აცხადებს, რომ ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც ეხლაა რეალურად 3-ჯერ 4-ჯერ მეტია.

„სამწუხაროდ ჯერჯერობით გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება, რაც არ არის სახარბიელო. ის რაოდენობა, რაც ბოლო დღეებში არის უნდა ვიანგარიშოთ რომ 3-ჯერ 4-ჯერ მეტია რეალურად არსებულ მოცემულ ციფრებთან მიმართებით“, – აცხადებს დევი ტაბიძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით 7-10 დღეში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს უფრო აქტიურად. გამოვყოფდი რისკჯგუფებს. ადამიანებს, რომელთაც. დიდი ალბათობით 7-10 დღეში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ 15 644 ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ დადასტურდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 46 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 24 110 პაციენტი.

იტვირთბა....