საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ტვიტერზე მიმართვა გაავრცელა და შეურთდა კამპანიას, რომლის მონაწილეებიც “ჰეშთეგით” #StandWithUkraine (დადექი უკრაინის გვერდით) უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.
“საქართველოსთვის, როგორც თავადაც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის, უკრაინის ერთიანობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე. უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს ზურაბიშვილი.