[su_quote]შედარებით მომართვიანობამ იკლო…თუ გადავხედავთ ბოლო მონაცემებს, ორი კვირის წინ კლინიკაში პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 310-320 იყო. ამჟამად კი 250-ზე ცოტა მეტია. სამწუხაროდ არ იკლო მძიმე პაციენტებმა, რადგან ასაკოვან პაციენტებში, რომელთაც თანმხლები დაავადებები აქვთ, ეს ინფექცია მაინც მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, იმიტომ, რომ პაციენტების ნაწილი “დელტა” შტამით ინფიცირებულები არიან[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აცხადებს.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 315 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 55 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი.